ნომრის ვადა

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ნომრის ვადა

90 დღის მანძილზე ნომრის გამოუყენებლობის შემთხვევაში, 91-ე დღიდან დაიწყება სააბონენტო გადასახადის ჩამოჭრა (ყოველდღე - 0,50 ₾), ბალანსის განულებამდე. თუ ამ პერიოდში, ნომერზე დაფიქსრდება გამავალი/შემომავალი ზარი, მომსახურების შეძენა ან მსგავსი ტიპის ტრანზაქცია, ყოველდღიური საფასურის ჩამოკლება შეწყდება და ნომრის 90 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

 

სხვა შემთხვევაში, ნომერი გაითიშება ცალმხრივად 45 დღით (შეიზღუდება გამავალი ზარი/SMS). დარეკვა შესაძლებელი იქნება ბილაინის სატელეფონო ცენტრში ნომერზე 110101 და საგანგებო სამსახურთან დამაკავშირებელ ნომერზე 112.

 

45 დღის შემდეგ, ნომერი გაითიშება ორმხრივად (გამავალთან ერთად, შეიზღუდება შემომავალი ზარი/SMS). დარეკვა შესაძლებელი იქნება ბილაინის სატელეფონო ცენტრში ნომერზე 110101 და საგანგებო სამსახურთან დამაკავშირებელ ნომერზე 112.

 

ნომრის ორმხრივად გათიშვიდან 10 დღის შემდეგ, ნომერი გაუქმდება.

 

ნომრის სტატუსის ცვლილებების შესახებ მომხმარებელი მიიღებს SMS შეტყობინებებს.